суббота, 11 октября 2014 г.





"მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ ისე, რომ მათ გაიგონ ისტორია და ის, რომ როგორც ჩვენ მას ვასწავლით, არ არის რაღაც ერთხელ და სამუდამოდ ქვაში ამოკვეთილი. წარსული არასოდეს არ შეიძლება აღვადგინოთ მთელი სიზუსტით და ისტორიის სწავლება არასოდეს შეწყდება – შეუძლებელია ისტორიის სრული და საბოლოო შეცნობა.ისტორია აუცილებლად მიკერძოებულია, ვინაიდან მისი მოწმეები არასოდეს არ არიან მიუკერძოებლები... ისტორიას წერენ ცოდვილი და სუბიექტურად განწყობილი ადამიანები".

                                                                        დოქტორი დევიდ ლოუვენტალი


  საგაკვეთილო პროცესში დამხმარე სასწავლო რესურსების გამოყენება აუცილებელია, რაც უფრო მრავალფეროვანია გაკვეთილი, რაც უფრო მეტ თვალსაჩინოებას შევთავაზებთ მოსწავლეებს სწავლების პროცესი უფრო საინტერესო იქნება. კარგია  როცა მასწავლებელი ქმნის დამხმარე სასწავლო რესურსს, უკეთესია თუ ხდება მისი გაზიარება თანამშრომლებთან . ამ აქტივობებეის შედეგად ჩვენ გვექნება ”რესურსების ბანკი”, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და კრეატიული. იმისთავის , რომ ინოვაციური მეთოდები დავგეგმოთ , ჩვენ თავად უნდა შევძლოთ ვიცოდეთ რა , როგორ და რისი დახმარებით შევქმნათ. მე იმედი მაქვს ჩემი მოკრძალებული პრეზენტაციები სხვა მასწავლებლებსაც დაეხმარებათ საინტერესო გაკვეთილების ჩაატრებაში . დიდი მადლობა რომ ეწვიეთ ჩემ გვერდს და გისურვებთ ულელ წარმატებას;