სამოდელო გაკვეთილი გახლავთ სავალდებულო აქტივობა იმ შემთხვევაში , თუ ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას , რომ უფროსი მასწავლებლის საფეხურიდან გადავინაცვლოთ წამყვანი მასწავლებლის საფეხურზე. როგორც ვიცით , ეს აქტივობა ფასდება 1 კრედიტით და კარიერული ზრდისთვის საჭიროა ის ორჯერ ჩავატაროთ . სამოდელო გახლავთ თქვენი პედაგოგიური პრაქტიკიდან ერთ-ერთი საინტერესო და აუცილებლად მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გაკვეთილი , აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ეს ერთ-ერთი ჩვენი წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკაა და მისი ჩატარების შემთხვევაში შესაძლებელია გაკვეთილზე გვესწრებოდნენ ის ადამიანები (გარდა სავალდებულო შეფასების ჯგუფის წევრებისა) ვისაც თავად აინტეერსებს გაიგოს ჩვენ როგორ ვატარებთ აქტივობებს და ჩვენც გვაქვს სურვილი , რომ მოვისმინოთ განვითარებაზე ორიენტირებული უკუკავშირი მეტი პედაგოგეგბისაგან, ვიდრე ეს სქემით არის გათვალისწინებული.
გთავაზობთ ჩემს მიერ ჩატარებული ორი სამოდელო გაკვეთილის გეგმას , რომელიც ჩემი შეფასების ჯგუფის მიერ შეფასდა დადებითად და მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს , იმ საინტერესო კომენტარებისათვის , რომელიც გაკვეთილის დასრულების შემდეგ მოვისმინე
სამოდელო გაკვეთილი მეშვიდე კლასში
(გეგმას თან ახლავს შეფასების რუბრიკა და ის სამუშაო ფურცლები , რომელიც გამოყენებული იყო გაკვეთილზე)
სამოდელო გაკვეთილი მეექვსე კლასში
(გეგმას თან ახლავს შეფასების რუბრიკა და ის სამუშაო ფურცლები , რომელიც გამოყენებული იყო გაკვეთილზე)
გავეცანი თქვენს გეგმას. გაკვეთილი კარგი უნდა გამოსულიყო და ამაში ეჭვიც არ მეპარება. მაგრამ ვფიქრობ, რომ მიზნები ზედმეტად დაწვრილებით არის ჩამოწერილი. ხომ არ აჯობებდა, მიზანი ისე ჩამოყალიბებულიყო, რომ შეფასების რუბრიკაში მათი ასახვა შეიძლებოდეს. ასე მეტად თვალსაჩინო იქნებოდა შედეგზე გასვლა და რამდენად ემთხვევა ის მიზანს.
ОтветитьУдалитьმადლობა
ОтветитьУдалить